THE SUN: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰარი მაგუაიერის გაშვებაზე უარი განაცხადა

THE SUN იტყობინება, რომ "ბარსელონას" "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური-მცველის, ჰარი მაგუაიერის ჩართვა სურდა ფრეკი დე იონგის ტრანსფერში.


თუმცა, როგორც წყარო სძენს, "წითელმა ეშმაკებმა" ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს, რადგან ინგლისელის გუნდში დარჩენა ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნაა.


რაც შეეხება ნიდერლანდელის ტრანსფერს, მხარეები მოლაპარაკებების დასრულებას ხუთშაბათს მოიაზრებენ და დიდი ალბათობით 25 წლის ნახევარმცველი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისური გრანდი დე იონგის ტრანსფერის გარდა, "აიაქსის" ბრაზილიელი ვინგერის, ენტონის დამატებაზეც მუშაობს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis