როდის უნდა ველოდოთ დე იონგის ტრანსფერის გაოფიციალურებას?

Manchester Evening News-ის ჟურნალისტის, სამუელ ლუკჰერსტის თქმით "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან მალე მიაღწევს შეთანხმებას "ბარსელონასთან" ფრენკი დე იონგის თაობაზე.


როგორც წყარო სძენს, მხარეები მოლაპარაკებების დასრულებას ხუთშაბათს მოიაზრებენ და დიდი ალბათობით 25 წლის ნახევარმცველი ამ კვირას ინგლისური გრანდის ფეხბურთელი გახდება.


შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი წინადადების უარყოფის შემდეგ,  "წითელმა ეშმაკებმა" "ბლაუგრანას" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო + ბონუსები შესთავაზეს.


"წითლებს"  დე იონგთან პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ არ შეუთანხმებიათ, თუმცა როგორც ლუკჰერსტი ციტირებს ეს პრობლებმას არ წარმოადგენს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis