მესი თუ რონალდუ? - გონსალო იგუაინმა საუკეთესო დაასახელა

"ინტერ მაიამის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.


"თუ პირველი არა, მაშინ ალბათ მეორე ვარ, ვისაც რონალდუს გვერდითაც უთამაშია და მესის გვერდითაც. ორივე ფენომენალურია, მაგრამ არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, მესის ავირჩევ", - განაცხადა გონასალო იგუაინმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ იგუაინი რონალდუსთან ერთად ჯერ მადრიდის "რეალში", შემდეგ კი ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდა, ხოლო მესისთან ერთად ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.


ცნობისთვის, 34 წლის ფეხბურელი "ინტერ მაიამის" 2020 წლის სექტემბერს შეუერთდა. ამერიკულ კლუბში იგი "ბებერი ქალბატონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis