ენტონიმ "აიაქსს" ულტიმატუმი წაუყენა - რას ითხოვს ბრაზილიელი?

"აიაქსის" ფეხბურთელს, ენტონის გადაწყვეტილი აქვს დატოვოს კლუბი და შეუერთდეს "მანჩესტერ იუნაიტედს", იტყობინება ცნობილი ბრიტანული წყარო  The Times-ი.


ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ "იუნაიტედის" აგენტებთან მოლაპარაკებები გაემართათ და შეთავაზებები მოესმინათ.


როგორც წყარო სძენს, 22 წლის ფეხბურთელს რაც შეიძლება მალე სურს ნიდერლანდული კლუბის დატოვება და თვლის, რომ პრემიერ-ლიგაში სათამაშოდ მზად არის.


შეგახსენებთ იმასაც, რომ "აიაქსი" ენტონის სანაცვლოდ 69 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც "წითელი ეშმაკებისთვის" მიუღებელია.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis