Sky Sport: "მანჩესტერ იუნაიტედი" ენტონის ალტერნატივად სერჟ გნაბრის მოიაზრებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "აიაქსის" ფეხბურთელი ენტონია.


თუმცა, ნიდერლანდული გრანდი ბრაზილიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც "წითელი ეშმაკებისთვის" მიუღებელია.


იმ შემთხვევაში თუ გუნდი 22 წლის გარემარბის გადაბირებას ვერ მოახერხებს, "წითლები" მთლიანად გადაერთვებიან სერჟ გნაბრის ტრანსფერზე.


გერმანელს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიდი ალბათობით ამ ზაფხულს გერმანული კლუბის რიგებს დატოვებს.


გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა "რეკორდმაისტერის" მაისურით 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიიწერა.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis