როდის შეუერთდებიან გუნდს ფრენკი დე იონგი და ტაირელ მალასია?

Manchester Evening News- ცნობით, ფრენკი დე იონგი და ტაირელ მალასია დიდი ალბათობით ინგლისურ გრანდს წინასასეზონო ტურის წინ შეურთდებიან.


"წითელმა ეშმაკებმა" "ბარსელონასთან" და "ფეინოორდთან" შეთანხმებას მიაღწიეს ფეხბურთელების თაობაზე. დარჩენილია მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალები, რაც პრობლემას არ წარმოადგენს.


ამის შემდეგ, ფეხბურთელები ინგლისში გაფრინდებიან, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ოფიციალურად "წითლების" რიგებს შუერთდებიან.


ეს ნიშნავს, რომ როგორც ნიდერლანდელმა, ასევე 22 წლის მარცხენა-მცველმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ "იუნაიტედის" პირველ წინასასეზონო მატჩში 12 ივლისს "ლივერპულის" წინააღმდეგ.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis