ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნა - სკოტ მაქტომინეი კლუბს არ დატოვებს!

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სკოტ მაქტომინეის კლუბიდან გაშვებას არ გეგმავს, აცხადებს ცნობილი წყარო The Times-ი.


ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ახალ სეზონში მასთან ერთად მუშაობა აქვს გადაწყვეტილი და ის მაქტომინეის გუნდის მთავარ ფიგურად მოიაზრებს. 


25 წლის შოტლანდეილის ხილვა საკუთარ რიგებში ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ნიუკასლს" სურდა, რომელიც მზად იყო ფეხბურთელისთვის სასურველი შეთავაზება გაეკეთებინა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ სკოტმა გასულ სეზონში "წითლების" მაისურით სულ 37 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 2-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis