The Times: ტაირელ მალასიას მოსვლით გუნდი შესაძლოა ორმა ფეხბურთელმა დატოვოს

The Times-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტაირელ მალასიას გუნდში მოსვლის შემდეგ, შესაძლო ალექს ტელეში და ბრენდონ ვილიამსი გაყიდოს.


ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდში თამაში არჩია და დიდი ალბათობით ამ კვირას მალასია "იუნაიტედის" რიგებს  შეუერთდება.


ლუკ შოს ტრამვების მიუხედავად ალექს ტელეშმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მისი თამაშით ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგიც დიდად ვერ მოიხიბლა. რაც შეეხება ბრენდონ ვილიამს, ინგლისელმა წინა სეზონი იჯარით "ნორვიჩში" გაატარა, სადაც  26 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ დატოვებს ოლდ ტრაფორდს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis