MEN: რომერო კლუბში დასაბრუნებლად მზად არის

როგორც Manchester Evening News-ი ციტირებს, სერხიო რომერო მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს და მეორე მეკარე იყოს.


არგენტინელმა ინგლისური გრანდი ერთი წლის წინ დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით იტალიურ კლუბს "ვენეციას" შეუერთდა.


35 წლის ფეხბურთელის ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდება კლუბისთვის კარგიც შეიძლება იყოს, რადგან ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს დინ ჰენდერსონის წასვლის შემდეგ, მხოლოდ ორი მეკარე დავიდ დეხეა და ტომ ჰიტონი ეყოლება.


შეგახსენებთ იმასაც, რომ რომერომ "წითლების" მაისურით სულ 61 შეხვედრა ჩაატარა და გუნდში ყოფნის დროს ინგლისის თასი, ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო. 



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis