"მე მას რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე" - ბრუნო ფერნანდეში კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე საუბრობს

30-06-2022, 19:39 badri
0 manchester
"მე მას რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე" - ბრუნო ფერნანდეში კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე საუბრობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა და განაცხადა:


"კრიშტიანუ რონალდუს სიტუაცია? მე მას რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე, ასე რომ ველოდები, რომ მას წინასასეზონო ვარჯიშების დროს შევხვდები. არ ვფიქრობ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს სურდეს ისეთი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა როგორიც კრიშტიანუა" - განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.


ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი იწერება 37 წლის ფეხბურთელის "იუნაიტედიდან" წასვლის შესახებ. თუმცა, როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ პორტუგალიელი არსად მიდის და ის ოლდ ტრაფორდზე კიდევ ერთ სეზონით დარჩება.


შეგახსენებთ იმასაც, რომ რონალდუს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
22 October 2022 20:58 - მიშო
ტელევიზორში არ აჩვენებს და შეგიძლიათ გაასწოროთ?
9 September 2022 01:11 - giorgi
ეეე პენალტი არასწორად დაუნიშნეს რეალ სოსიედას
22 August 2022 22:11 - Admin
ბევრი ადამიანი უყურებს ჭედავს სერვერი ((((((( ეხ ბოდიშთ მეგობრებო
22 August 2022 21:54 - ავთო
ეხლა რამე გადის ? ვერ ვრთავ
25 May 2022 14:09 - zura
ვინც ნამდვილად გვინდოდა ის სიტიში წავიდა, არავის აღარ უნდა ჩვენთან გადმოდვლა, ეს რას მოვესწარით ((((
Tags
პარტნიორები