ჯესი ლინგარდის დამატება სამ პრემიერ-ლიგურ კლუბს სურს

უცხოური მედიის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, ჯესი ლინგარდის საკუთარ რიგებში ხილვა სამ პრემიერ-ლიგურ კლუბს სურს.

 

ინგლისელის გადაბირებით "ვესთ ჰემი" , "ევერტონი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი, რომლებიც მზად არიან ფეხბურთელს სასურველი შეთავაზება გაუკეთონ.


ჯერჯერობით უცნობია ის ფაქტი, თუ სად სურს ლინგარდს კარიერის გაგრძელება. თუმცა, ზემოდ ხსენებული კლუბებიდან ჯესის "ვესთ ჰემის" რიგებში იჯარით აქვს ნათამაშები, სადაც 16 მატჩში 9 გოლის გატანა და 4 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გრანდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.




კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis