"იუნაიტედი" შეთავაზებას ამზადებს - როგორი იქნება კონტრაქტის დეტალები?

"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "აიაქსის" ცენტრალური-მცველის, ლისანდრო მარტინესის შეძენით, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.


როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აცხადებს "წითელი ეშმაკები" უახლოეს საათებში ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებენ ნიდერლანდულ გრანდს არგენტინელის თაობაზე.


გავრცელებული ინფორმაციით, "წითლები" "აიაქსს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 43 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაც დიდი ალბათობით ნიდერალანდელებისთვის მისაღები იქნება.


ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელს ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის სურვილი აქვს, რაც ტრანსფერის ალბათობას უფრო ზრდის.




კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis