ხოან ლაპორტა : "დე იონგის გაყიდვა არ გვსურს, ის კლუბში დარჩება"

2-07-2022, 22:47 badri
0 manchester
ხოან ლაპორტა : "დე იონგის გაყიდვა არ გვსურს, ის კლუბში დარჩება"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ ფრენკი დე იონგის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:


"არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მისი დამატება სურს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მის გაყიდვას. მას სურს დარჩენა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის კლუბში დარჩეს. მაგრამ ეს ასევე ხელფასის საკითხია, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს." - განაცხადა ხოან ლაპორტამ.


ამის საპირისპიროდ მედიაში იწერება ინფორმაცია, რომ "წითლებმა" "ბლაუგრანასთან" შეთანხმებას მიაღწიეს ნიდერლანდელის თაობაზე.


უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, რომ წინ ძალიან საინტერესო და ცხელი სატრანსფერო დღეები გველის.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები