როდის გაოფიციალურდება მალასიას ტრანსფერი?

3-07-2022, 12:39 badri
0 manchester
როდის გაოფიციალურდება მალასიას ტრანსფერი?

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტაირელ მალასიას სახით, აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.


როგორც წყარო სძენს, ნიდერლანდელი "მანჩესტერში" დღეს გაფრინდება, სამედიცინო შემოწმების პირველ ნაწილს ნაშუადღევს გაივლის. ორშაბათს კი მეორე ნახევარია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი მალასია ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ოფიციალურად "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.


შეგახსენებთ იმასაც, რომ  ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლიონში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ინგლისური გრანდი ჩაერთო, ფეხბურთელმა ინგლისში თამაში ამჯობინა.  "წითლებმა მაცხენა-მცველი "ფეინოორდიდან" 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს.



Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები