ESPN: "მანჩესტერმა" კრიშტიანუს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება ამცნო

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ბევრი იწერება იმაზე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ოლდ ტრაფორდის დატოვება და სხვა კლუბში თამაში სურს.


თუმცა, დიდი ალბათობით, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კლუბში დარჩენა მოუწევეს. როგორც ESPN- ი აცხადებს, "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელს აცნობეს, რომ ამ ზაფხულს ის არ გაიყიდება.


"წითლების" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 37 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდში კონტრაქტი უნდა ამოწუროს და მინიმუმ კიდევ ერთი წლით გუნდში უნდა დარჩეს. შესაბამისად, მისი წასვლა ამ ზაფხულს ნაკლებსავარაუდოა,


შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიშტიანუს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.




კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis