"არსენალი" მარტინესს მომავალ კვირას შეხვდება - ფეხბურთელმა არჩევანი უნდა გააკეთოს

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, დევიდ ორშტეინის თქმით, "არსენალი" მომავალ კვირას "აიაქსის" ფეხბურთელს, ლისანდრო მარტინესს შეხვდება.


ინგლისური კლუბი დარწმუნებულია, რომ ნიდერლანდულ გრანდთან შეთანხმებას მიაღწევენ ფეხბურთელის თაობაზე. ასევე "მეთოფეებს" იმედი აქვთ, რომ 24 წლის ფეხბურთელი მათ წინადადებას დათანხმდება და "ემირეით სთეიდიუმზე" გადაბარგდება.


მარტინესით "არსენალის" გარდა "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება. "წითელმა ეშმაკებმა" "აიაქსს" მცველის სანაცვლოდ 43 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა როგორც უცხოური მედია ირწმუნება, კლუბი ფეხბურთელს მხოლოდ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.


შეიძლება ითქვას, რომ ამ სატრანსფერო ბრძოლაში ფავორიტი "იუნაიტედია" ,რადგან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი არგენტინელს ყოფილ გუნდში წვრთნიდა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis