"იგი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს" - პატრის ევრა კრიშტიანუს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პატრის ევრა ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით:


"რიო და კრიშტიანუ მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდნენ, ფერდინანდმა იგი მთელი გუნდის წინ დაამარცხა, ჩვენ აღტაცებისგან ვყვიროდით, რონალდუ კი ძალიან გაბრაზდა. კრიშტიანუ ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და სათადანო დონის მიღწევის შემდეგ რიო ჩვენს თვალწინ გაანადგურა.

მისი ამბიციები ამიტომ არ მაკვირვებს, ვიცი რატომ უნდა კიდევ ერთი ოქროს ბურთის და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. კრიშტიანუ გაბრაზებული მამაკაცია და იგი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს“. - განაცხადა პატრის ევრამ.


შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბიდან გაშვება სთხოვა, თუ ინგლისური გრანდი სასურველ შემოთავაზებას მიიღებს.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis