"დროა არსენალს შეუერთდე" - პიერ მორგანი კრიშტიანუ რონალდუს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი იწერება კრიშტიანუ რონალდუს განაცხადზე, რომელმაც კლუბს სასურველი წინადადების შემთხვევაში გაშვება მოსთხოვა.  ბევრი კლუბი სახელდება, თუ სად შეიძლება პორტუგალიელმა საფეხბურთო კარიერა გააგრძელოს, მათ შორის სამი გამოკვეთილი ფავორიტია - "ბაიერნი" , "ჩელსი" და "ნაპოლი".


თუმცა, სატელევიზიო პიროვნებამ და "არსენალის" გულშემატკივარმა, პიერ მორგანმა 37 წლის ფეხბურთელს თავხედურად შესთავაზა "ემირეით სთეიდიუმზე" გადასვლა.  "დროა" - დაწერა მორგანმა თავის ტვიტერზე და დაამატა სურათი, სადაც იგი რონალდუს "არსენალის" მაისურს ჩუქნის.


შეგვიძლია ვთქვათ ის ფაქტიც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის ტრანსფერი ინგლისურ გუნდში შეუძლებელია, რადგან კრიშტიანუს ევროპის ყველაზე პრესტიჟურ ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგაზე) თამაში სურს, "მეთოფეები" კი მომდევნო სეზონში ევრო ლიგაზე იასპარეზებენ. ამას ემატება ისიც, რომ გუნდმა უკვე შეიძინა ახალი ფორვარდი, გაბრიელ ჯეზუზის სახით.






კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis