ფაბრიციო რომანო: ნაკლებსავარაუდოა ფრენკი ხელფასის შემცირებას დათანხმდეს

"ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ ფრენკი დე იონგს განუცხადა, რომ თუ მას "კამპ ნოუზე" დარჩენა სურს, ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი იძულებული გახდება ფეხბურთელი გაყიდოს.


ეს ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, რომელმაც ასევე დასძინა, რომ მიუხედავად ფეხბურთელის ინტერესისა კლუბში დარჩენის, ნაკლებსავარაუდოა, რომ მან ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადოს.


როგორც წყარო სძენს, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" შეთანხმდნენ ნიდერლანდელის სატრნასფერო თანხაზე (65 მილიონ ევროზე), თუმცა 25 წლის ნახევარმცველის გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა ფრენკის ოლდ ტრაფორდზე მომდევნო სეზონში.






კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis