The Athletic: "ჩელსი" კრიშტიანუ რონალდუს დამატებას შეეცდება

Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორშტეინის თქმით, "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს დამატებას სერიოზულად განიხილავს.


გასულ თვეში "ლურჯების" პრეზიდენტი, ტოდ ბოილი შეხვდა 37 წლის ფეხბურთელის აგენტს, ხორხე მენდეშს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა პორტუგალიელის "სტენფორდ ბრიჯზე" შესაძლო ტრანსფერი იყო. 


ასევე როგორ წყარო სძენს, "არისტოკრატების" ახალ სპორტულ დირექტორს ასევე სურს კრიშტიანუს ლონდონში ხილვა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა უნდა მიიღოს, რადგან ბოილი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც გერმანელის ინტერესებს ეწინააღმდეგება.


შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიშტიანუ რონალდუს ოლდ ტრაფორდის დატოვება და სხვა კლუბში თამაში სურს. 


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis