"მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას" - ტაირელ მალასიას პირველი ინტერვიუ

"იუნაიტედმა" დაიმატა ახალი მარცხენა-მცველი ტაირელ მასალიას სახით, რომელიც გუნდის რიგებში პირველი შენაძენი იყო ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. 


22 წლის ნიდერლანდელმა სამედიცინო შემოწმება გუშინ სრულად გაიარა. შემდეგ კი ინტერვიუ ჩაწერა De Telegraff-თან, სადაც განაცხადა:


"მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ვამაყობ, მაგრამ ასევე მადლობელი ვარ, რათა აქ თამაშის შესაძლებლობა მომეცა. მესმის, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში მხოლოდ ახლა იწყება. მთელი ჩემი კარიერა ვმუშაობდი და აქ მოსვლა ჯილდოა ამისთვის, ჩემთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლებიც მე მხარს მიჭერდნენ და სჯეროდათ ჩემი. 


ნგლისის სტადიონებზე თამაში მიყვარს, ეს არის ფანტასტიკური გრძნობა და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სეზონი. აქ პრემიერ-ლიგაში დიდი ფეხბურთელები თამაშობენ, უბრალოდ გადახედეთ: რონალდუს, დე ბრუინს, სალაჰს - და ასევე ფეხბურთელებს, რომელებსაც აქ უთამაშიათ: ტიერი ანრის, ვან პერსის, ვან ნისტელროის. "


"ერთხელ ახალგაზრდულ ტურნირში, როდესაც მე ფეინოორდში ვირიცხებოდი, ვეთამაშეთ მანჩესტერ იუნაიტედს. მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ ერთ დღესაც აქ დავბრუნდებოდი. ეს ყველაფერი ახდა და ეს რა თქმა უნდა მშვენიერია. "


ამის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის შესახებაც ისაუბრა :


"ტენ ჰაგი ძალიან კარგი მწვრთნელი და ასევე თბილი ადამიანია. სანამ აქ გადმოვიდოდო, მასთან სასიამოვნო საუბარი მქონდა. ეს მნიშვნელოვანია, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ წლების განმავლობაში ვიმუშავებთ ერთად. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას, რადგან ვიცი მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია, ის ქმნის მოთამაშეებს"- განაცხადა ტაირელ მალასიამ.






კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis