ეს ტრანსფერის ალბათობას ზრდის - "ბარსელონას" ფრენკი დე იონგის ვალი აქვს

"ბარსელონას"  ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერი ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.


მედიაში არაერთი ინფორმაცია იწერება მის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ფავორიტი კლუბი, რომელიც ყველაზე ახლოს არის მის გადაბირებასთან ეს "მანჩესტერ იუნაიტედია".


რამდენიმე საათის წინ სპორტულმა ჟურნალისტმა, ჟაკ ტალბოტიმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ესპანურ გრანდს 25 წლის ნახევარმცველის ვალი აქვს. კლუბს წინა სეზონში ნიდერლანელისთვის 17 მილიონი ფუნტი არ გადაუხდია ფინანსური პრობლემების გამო. 


ეხლა კი "ბლაუგრანამ" ფეხბურთელს  მხოლოდ და მხოლოდ 3 მილიონის გადახდა შესთავაზა და დანარჩენი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. ჯერ უცნობია თუ რას ფიქრობს ფრენკი ამ თემაზე.


დე იონგის პრიორიტეტი "კამპ ნოუზე" დარჩენაა, თუმცა მას უთხრეს, რომ თუ კლუბში თამაში სურს, ხელფასის შემცირებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს.


ამის საპირისპიროდ "იუნაიტედმა" ესპანელებთან 55 მილიონიანი ევროს შეთანხმების პაკეტს მიაღწიეს, თუმცა გარიგების სრული სტრუქტურა ჯერ დადასტურებული არ არის.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis