სატელეფონო საუბარიც შედგა - ტენ ჰაგს კიდევ ერთი ყოფილი "აიაქსელი" სურს

The Times-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს, რომელსაც იგი "აიაქსში" წვრთნიდა.


საუბარია "ლაიფციგის" ახალგაზრდა ფეხბურთელზე, ბრაიან ბრობეიზე, რომელმაც ნიდერლანდული გრანდი წინა წელს დატოვა.


მან ბუნდესლიგაში 124 წუთი ითამაშა და ერთხელაც ვერ მოახერხა გოლის გატანა, რის გამოც "ხარებმა" იგი ისევ ამსტერდამში იჯარის წესით გაუშვეს. ტენ ჰაგის დროს 20 წლის ფორვარდმა 11 თამაშში შვიდი გოლის გატანა მოახერხა. 


როგორც წყარო სძენს, "აიაქსს" მისი დაბრუნება სურს, თუმცა 52 წლის სპეციალისტი ნიდერლანდელს ტელეფონით ელაპარაკა და მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ოლდ ტრაფორდზე შესაძლო გადასვლა იყო.


"წითლებს" ცენტრფორვარდის პოზიციაზე აშკარად პრობლემები აქვთ.  კლუბს დაუბრუნდა ენტონი მარსეალი, თუმცა ის ცუდ ფორმაშია, რაც შეეხება რონალდუს, მას ინგლისური გრანდის დატოვება ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.




კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis