The Athletic: ერიკ ტენ ჰაგი რონალდუზე გაბრაზებულია

9-07-2022, 12:24 badri
0 manchester
The Athletic: ერიკ ტენ ჰაგი რონალდუზე გაბრაზებულია

"მანჩესტერ იუნაიტედი" გუშინ ტაილანდში გაემგზავრა წინასასეზონო ტურზე, სადაც გუნდი ექვს მატჩს ჩაატარებს. "წითლების" განაცხადი 31 ფეხბურთელისგან შედგებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კლუბთან ერთად არ წავიდა კრიშტიანუ რონალდუ.


ამის საპირისპიროდ, The Athletic-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ "იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი დაბნეულია ბოლო დროინდელი განვითარებული მოვლენებით. ნიდერლადენლი სპეციალისტი ესაუბრა 37 წლის ფეხბურთელს ზაფხულის დასაწყისში, სადაც პორტუგალიელმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო ახალი მწვრთნელით და გუნდიდან წასვლას არ გეგმავდა.


როგორც წყარო წიტირებს ეს ყველაფერი 52 წლის სპეციალისტისთვის უკვე სასტიკ ხუმრობას გავს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ერიკმა რონალდუს წასვლის სურვილი მესამე მხარის მეშვეობით შეიტყო, რაც პირდაპირ არღვევს მის მიერ დადგენილ ხუთი წესიდან ერთ-ერთს.


შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიშტიანუმ "წითელი ეშმაკების" თავკაცებს კლუბიდან წასვლა სთხოვა, თუ გუნდი სასურველ შეთავაზებას მიიღებს.



Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები