ფერდინანდი იმედოვნებს რომ ტრანსფერის თანხა ენტონიზე ზეწოლას არ მოახდენს

🗣 ფერდინანდი იმედოვნებს რომ ტრანსფერის თანხა ენტონიზე ზეწოლას არ მოახდენს
 მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა ენტონის კლუბში გადასვლაზე ისაუბრა.  ის იმედოვნებს რომ 100 მილიონი ევროს სატრანსფერო თანხა ფეხბურთელზე ზეწოლას არ მოახდენს.
 "თქვენ გგონიათ რომ ენტონი ითამაშებს იმავე დონეზე რა თანხაც არის გადახდილი მასში?  იმედი გაქვთ რომ ეს თანხა მასზე ზეწოლას არ მოახდენს?
 შეხედეთ გრილიშს ისიც 100 მილიონად იყიდეს, შარშან ის არ იყო ის გრილიში რომელიც თამაშობდა ასტონ ვილაში მაგრამ მან მოიგო ინგლისის ჩემპიონატი ასე რომ ის ბედნიერია და ფასი მისთვის ახლა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი.
 მაგრამ ზოგჯერ მოთამაშეები შემოდიან დიდი სატრანსფერო ფასით და არ თამაშობენ იმ ფეხბურთს რაც ადრე ჰქონდათ და ეს შეიძლება იყოს რამდენიმე რამის გამო.
 დიდი ფასი, მედიის ზეწოლა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა.  ახალი გარემო და კულტურა, ახალი გუნდი, რასაც ისინი ადაპტირებული არარიან და ამისთვის დროა საჭირო.
 ეს მნიშვნელოვანი დეტალები ეგრევე ჩნდება კონტრაქტის გაფორმებისას, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ ძლიერი პიროვნების მენტალიტეტი და ძლიერი პიროვნება უნდა იყოთ, რომ გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს.
 ხალხს ავიწყდება რომ მთელ ამ ფულს ანტონიზე ხარჯავ მაგრამ მას თავის პიკს ჯერ არ მიუღწევია.  ის 22 წლისაა, ასე რომ თქვენ ყიდულობთ პოტენციალს და არა ჩამოყალიბებულ პროფესიონალ ფეხბურთელს.  არ იფიქროთ რომ ის მოვა და ცეცხლს დაანთებს პირველივე დღიდან“, - 
თქვა ფერდინანდმა თავის Youtube არხზე.

კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis