ჭორები რონალდუზე რომელიც ჯერ არ გსმენიათ

🚨 ცუნამივით ბევრი ძველი და ახალი სიახლეები რონალდუს შესახებ და არა მარტო, რომლებიც აქამდე ბევრმა არ იცოდით
 💥 United No, სკანდინავიაში მანჩესტერ იუნაიტედის უმსხვილესი ჟურნალი, რომელიც მჭიდრო კავშირშია სოლსკიაერის ბანაკთან, ავრცელებს ინფორმაციას რონალდუს შესახებ (სტატიის ერთ-ერთი ავტორია ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი ფრედერიკ ა. ფილტვედტი, რომელიც სანდო წყარო იყო სოლსკიაერის დროს)
 "რონალდუ სხვა ფეხბურთელების თანდასწრებით ვარჯიშის დროს სოლსკიაერს გულგრილად და აბუჩად ესაუბრებოდა.  მან ღიად შეარყია მისი ავტორიტეტი.  მოგვიანებით ის დაუპირისპირდა რალფ რანგნიკს.
 გასულ მარტში The Athletic-მა დაწერა, რომ რონალდუ ტრავმა მოიმიზეზა და სახლში წავიდა პორტუგალიაში, მას შემდეგ რაც გაიგო რომ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დატოვებდნენ.
 წყაროებმა United No-ს განუცხადეს, რომ სწორედ რონალდუმ მოიშორა სოლსკიაერი.  იგივე მოხდა რანგნიკთან დაკავშირებით.
 პორტუგალიელმა ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ არ სურს ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტი სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ დაიკავოს, თუმცა უცნობია ჰქონდა თუ არა მას რაიმე ზეგავლენა ერიკ ტენ ჰეგის დანიშვნასთან.
 სხვა  სტატიიდან:
 • რონალდუს ეგონა რომ როცა გადავიდოდა მანჩესტერ იუნაიტედში, გაიტანდა 40 გოლს და მოიგებდა პრემიერ ლიგას, მაგრამ ეს სწრაფად შეიცვალა ლივერპულთან წაგების შემდეგ;
 • რონალდუს და სხვა ვეტერანებს (სტატიაში მხოლოდ ვარანი და პოგბაა ნახსენები) რალფთან მაგუაირის შესახებ საუბარი თებერვალში ჰქონდათ.  რალფს არ მოეწონა რომ მაგუაირი არ მიიყვანეს, რათა თავისი აზრი გამოეხატა და ყველაფერი ადგილზე დამდგარიყო.  ამის შემდეგ ამ საუბარში მონაწილე ზოგიერთმა მოთამაშემ ბოდიში მოიხადა (ზუსტად ვინ არ აკონკრეტებს);
 • რალფ რანგნიკს იანვარში რონალდუს მოშორება სურდა (ამას ადრე ენდი მიტენიც წერდა, რომელიც ასევე არის ჟურნალ „იუნაიტედ ნოს“ თანამშრომელი);
 • ფერგიუსონმა ესაუბრა რონალდუს ამ ზაფხულს და ევედრებოდა მას კიდევ ერთი სეზონი დარჩენილიყო.  რონალდუმ თქვა, რომ ამისთვის ძალიან ბებერი იყო უკვე;
 • ამ სეზონის მოსამსაზედებელ პერიოდში გუნდში ძალიან კარგი განწყობა იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა როგორც კი რონალდუ გუნდში დაბრუნდა;
 • ბოლო დღეებში რონალდუს დამოკიდებულება გაუმჯობესებულია.

კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis