ერიკ ტენ ჰაგის ლესტერთან მატჩის შემდგომ პრესკონფერეცია

2-09-2022, 02:42 Admin
0 manchester
ერიკ ტენ ჰაგის ლესტერთან მატჩის შემდგომ პრესკონფერეცია

🗣 ერიკ ტენ ჰეგი მატჩის შემდეგ:

„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კმაყოფილი ვართ შედეგით და იმით რომ კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ კარგი გუნდური სულისკვეთება. ეს 11 მოთამაშე მოედანზე ერთმანეთისთვის იბრძოდა.

ვიცით რომ კონტრ შეტევებზე ძალიან საშიში ვართ. მეორე ტაიმში ბევრი სივრცე გვქონდა მაგრამ საკმარისად ვერ გამოვიყენეთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა. უფრო დაუნდობლები უნდა ვიყოთ, ჩვენ გვაქვს ადგილი სადაც უნდა გავიზარდოთ და დავხვეწოთ თამაში.

მიხარია რომ კარი მშრალად დავტოვეთ, გუნდი კარგად იცავდა და კარგად უტევდა, ყველა ხედავს რისი მიღწევა შეგვიძლია“.

ენტონიზე ითამაშებს თუ არა ის არსენალის წინააღმდეგ

„კვირას ვნახოთ. რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ ნამდვილად კარგი ხელმოწერაა ენტონის გადმოსვლა ჩვენთან. ის მოუტანს გუნდს ტემპერამენტს, კრეატიულობას და მებრძოლი სულს. ჩვენ გვჭირდება ეგეთი უნარის მქონე ფეხბურთელები."

არსენალთან მატჩის შესახებ:

„ეს ჩვენთვის ნამდვილი გამოცდაა, ჩვენ მოუთმენლად ველით მას. ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ და ეს დიდი გამოცდაა იმის სანახავად სად ვართ და სად გვინდა რომ ვიყოთ“.

ინდივიდუალური მოთამაშეების შესახებ:

"კაზემირო და რონი უკეთესები გახდებიან და ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ 11 მოთამაშე, ჩვენ გვჭირდება მთელი გუნდი.

კაზემირო სხვა ჩემპიონატს უნდა შეეგუოს, მან მიაღწია ყველაფერს რაც შესაძლებელი იყო და ახლა უნდა მოერგოს ახალ თანაგუნდელებს.

ძალიან კმაყოფილი ვარ ჯეიდონ სანჩოს შესრულებით. მან ბევრი გოლი გაიტანა წინასასეზონო პერიოდში და ამაში დიდი ძალისხმევა დახარჯა

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები