პატრის ევრა: არსენალი ჩემთვის ჩვილი ბავშვებივით იყო

🗣 პატრის ევრა არსენალის შესახებ: ”მე მათ ვეძახდი ”ჩემს შვილებს - პატარა ბავშვებს”, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ახლა უფრო ჩვენ ვგავართ ბავშვებს. ეს რთული მატჩი იქნება და ჩემი გულის სიღრმიდან ვიტყვი, რომ იუნაიტედი გაიმარჯვებს. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


მახსოვს, არსენალის ზოგიერთმა მოთამაშემ ინტერვიუებში თქვა რომ აპირებენ მაჩვენონ რისგან არიან შექმნილი სინამდვილეში, და მანაბედნენ რომ ისინი არ არიან ჩემი ჩვილები. შემდეგ ისინი 8-2 დავამარცხეთ.


 მათ გულშემატკივრებს უპატივცემლოდ არასოდეს ვექცეოდი, მაგრამ მათ წინააღმდეგ მატჩის წინ მითხრეს: „კარგი პატრის, მოდი მოტივაცია გჭირდება“, მე კი ვუპასუხე: „დამშვიდდი, ჩვენ მათ მაინც დავამარცხებთ“. ეს იყო ის გრძნობა, რაც მე მქონდა. ვიცოდი რომ მათ დავამარცხებდით და მათ წინააღმდეგ კარგი რეკორდი მქონდა. ეს არ იყო უპატივცემულობა, ღამე 4 საათზე რომ გამეღვიძა და სათამაშოდ წავეყვანეთ მაინც მოვუგებდით.


⚡ მარტინესის შესახებ: „ლისანდრო მარტინესი პიტბულია, ის მზადაა მოედანზე სიცოცხლე გასცეს და ეს არის ის რაც ჩვენ გვჭირდება. ვთამაშობდი გაბრიელ ჰაინზესთან, კარლოს ტევესთან, პაულო დიბალასთან, ლუკას ბერნარდისთან - სამხრეთ ამერიკელები ვნებით თამაშობენ და მაქსიმუმს აკეთებენ.


როგორც ჩანს, ისინი ომში მიდიან. მახსოვს, როდესაც მარტინესმა „იუნაიტედში“ კონტრაქტი გააფორმა თქვა რომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ხალხმა ძალიან ადრე დაიწყო მისი განსჯა. მაგრამ მე არ მიკვირს, რას აკეთებს და რამდენად კარგად თამაშობს. ”


 ⚡ ერიკ ტენ ჰეგის ტრანსფერების შესახებ: „მე მესმის, რატომ იზიდავს ის ფეხბურთელებს რომლებთანაც მუშაობდა - მან იცის, რომ ამ კლუბის მოთამაშეებს არასდროს გაუწევიათ ისეთი შრომა როგორც აიაქსის ფეხბურტელევს მე ეს კარგად ესმის და  მას არ სურს იგივე შეცდომების გამეორება რაც წინა მენეჯერმა დაუშვეს. ის იცნობს იმ ფეხბურთელებს რომლებიც ჩამოიყვანა, ენდობა მათ, ნახა როგორ თამაშობენ და ახლა მათ სურთ საკუთარი თავის რეალიზაცია ახალ გამოწვევებისთვის."


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis