ოლე გუნარ სოლსკიაერის ქალიშვილმა კარნამ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა

ნორვეგიული პრესის ცნობით, ოლე გუნარ სოლსკიაერის ქალიშვილმა კარნამ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა და სამშობლოში ბრუნდება, სადაც პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერს ხელს ნორვეგიის მეორე დივიზიონის კლუბ Fortuna Ålesund-თან.

ამ სეზონში კარნა ჩემპიონი გახდა იუნაიტედის 21-წლამდელთა გუნდთან ერთად, მოიგო ლიგის თასი და ასევე დებიუტი შეასრულა ქალთა მთავარ გუნდში. თუმცა კარნამ ახალგაზრდულ ფეხბურთს პროფესიონალური ფეხბურთი ამჯობინა და პირველი გუნდის შემადგენლობაში გამოცდილების მიღება სურს.

ჯერჯერობით უცნობია, გაჰყვება თუ არა თავის ქალიშვილს ოლე გუნარ სოლსკიაერი, რომელიც ინგლისში დარჩა მას შემდეგ, რაც იუნაიტედიდან გაათავისუფლეს კარნას მხარდასაჭერად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულს სოლსკიაერი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას აპირებს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis