რა უპასუხა ერიკ ტენ ჰაგმა, როი კინი თუ პატრის ვიეირა?

🗣 ინტერვიუ ერიკ ტენ ჰეგთან არსენალთან მატჩის წინ:


რომელ გუნდს უჯერდით აქ გადმოსვლამდე მხარს ინგლისში?:


"მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს "მანჩესტერ იუნაიტედს". სიამოვნებით ვუყურებდი ბექჰემის, სქოულზის, გიგზის და ფერდინანდის თამაშებს."


როი კინი თუ პატრიკ ვიეირა?


"როი კინი, რათქმაუნდა."


კაზემიროს მზადყოფნაზე არსენალთან მატჩისთვის:


„ვფიქრობ, დიახ, ის მზად არის. კაზემირო შესანიშნავია დიდ თამაშებში."


იყო თუ არა მისი ოცნება მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯერობა:


„მე უფრო რეალისტი ვარ. მესმის, რომ ეს რთული გამოწვევაა და არც ისე ადვილი საქმე, მაგრამ მიხარია რომ კლუბში ჩემი პირველი 100 დღე შეუმჩნევლად გავიდა. ეს კარგი სიგნალია. ძალიან მსიამოვნებს გუნდის მართვა როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. უნდა ვიყო გონივრული და მივიღო გადაწყვეტილებები რომლებიც სასარგებლო იქნება გუნდისთვის, მუდმივად ვიფიქრო იმაზე, რისი გაუმჯობესება შეიძლება.


კრიშტიანუ რონალდუს შესახებ:


გასულ სეზონში მან ყველას აჩვენა რომ ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაშია. ახლა მას სჭირდება ჩვენს ფეხბურთთან ადაპტაცია. თუ ის წარმატებას მიაღწევს ის კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე.


ენტონის შესახებ:


"ვფიქრობ მას შეუძლია გაუმკლავდეს ზეწოლას. ის ფეხბურთისთვის ცხოვრობს და თამაშით სიამოვნებას იღებს მაქსიმალურად. მან კარგად გამოიჩინა თავი ჩემპიონთა ლიგაში, დაიწყეს მისი ნაკრებში გამოძახება და ასევე მოიგო ოლიმპიადა ეროვნულ გუნდთან ერთად. ეს მისთვის ახალი გამოწვევაა. ის უნდა მოერგოს პრემიერ ლიგას, მოერგოს ჩვენს გუნდს, შეეგუოს მაღალ ინტენსივობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას ეს შეუძლია. დიახ, ენტონისთვის ბევრი ფული გადავიხადეთ, მაგრამ დღევანდელი ბაზრისთვის ეს ნორმალურია. თუ არ დავხარჯავთ, სხვა გუნდებს ვერ შევეჯიბრებით“.


არსენალთან დაპირისპირების შესახებ:


"ამ კლუბებს დაპირისპირების დიდი ისტორია აქვთ. აქ ყოველთვის თამაშობდნენ საუკეთესო ფეხბურთელები და აქ მუშაობდნენ საუკეთესო მენეჯერები, მაგრამ ახლა კვირის მატჩზე ვფიქრობ, უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, რაც წარსულში მოხდა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis