ერიკ ტენ ჰეგის პრესკონფერენციიდან რეალ სოსიედადტან მატჩის წინ

8-09-2022, 11:58 Admin
0 manchester
ერიკ ტენ ჰეგის პრესკონფერენციიდან რეალ სოსიედადტან მატჩის წინ

ტრავმებზე: „მარსიალი ჯერ მზად არ არის. ის პროგრესირებს, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშს ჯერ ვერ დაიბრუნდება

 ერიკ ბაილის ნათქვამის შესახებ რომ იუნაიტედი წინა სეზონში ინგლისელ მოტამაშეევს პრიორიტეტს ანიჭებდა: „არ ვიცი, იმ დროს გუნდში არ ვიყავი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. აქვს თუ არა ჩემთვის მნიშვნელობა ფეხბურთელის ეროვნებას? Აბსოლუტურად არა."

როტაციის შესახებ: „თუ მოთამაშეები კარგად ითამაშებენ მათ ექნებათ რეგულარული სათამაშო დრო. მინდა ყველა მოთამაშე გავახარო, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია."

თომას ტუხელის გათავისუფლების შესახებ: „ვწუხვარ მასზე, მაგრამ ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ეს არის ჩელსი და არა იუნაიტედი. მიკვირს? დიახ, ეს სეზონის დასაწყისშივე მოხდა.

რაც შეეხება რაშფორდს, ის გასულ სეზონთან შედარებით გაუმჯობესდა: „კიდევ ერთხელ, გასულ სეზონში აქ არ ვიყავი. მაგრამ ახლა მე ვხედავ ბედნიერ მარკუს რაშფორდს და მე  ვხედავ მისი თამაშის ასპექტებს, სადაც მას შეუძლია გაუმჯობესება. მაგრამ მთავარი ბედნიერებაა, რომელსაც მე ვხედავ, იღიმება, ყოველდღე პოზიტიურია. როცა ბედნიერი ხარ, უფრო ადვილია გახვიდე მოედანზე და გააკეთო შენი საქმე“.

მზად არის თუ არა კრიშტიანუ თამაშისათვის: „დიახ, ის მზად არის."

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები