მატიჩმა როი კინი გააკრიტიკა და მაგუერი დაიცვა

🗣 ნემანია მატიჩი: „ის რასაც ხალხი მაგუაირს უკეთებს ეს კატასტროფაა. ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვრები, ამ სოციალური მედიის ზოგიერთ ადამიანს არ აქვს საკუთარი ცხოვრება, ამიტომ მათ უბრალოდ უნდა დაწერონ ცუდი რაღაცები სხვაზე.


პატივს ვცემ იმას რასაც როი კინმა მიაღწია, მაგრამ მას უნდა ესმოდეს რომ ფეხბურთი შეიცვალა. ჩელსიში ვთამაშობდი და ვერ ვიტყვი რომ მძულს ისინი. არ მაქვს უფლება და არ შემიძლია ვიყო გაბრაზებული როდესაც პრესასთან ვსაუბრობ და მათ კითხვებს ვპასუხობ.


როგორ იქცეოდა როი მოედანზე დღეს 70%-ი წითელი ბარათია ესეთი უხეში თამაშებისთვის. არ შეიძლება ვინმეს უხეშად ეთამაშო ან დაარტყა ისე რომ არ დაინახოს ეს არბიტრებმა, თუ არბიტრებმა ვერ დაინახა მილიონი კამერა დაინახავს, ნამდვილი გმირი იმ დროს ხარ როცა გარეთ გადიხარ და სათქმელს მანდ იძახი, ვაღიარებ როი ყოველთვის ძალიან სიყვარულით იყო ჩემ მიმართ.


ასე რომ რას ამბობს ის საჯაროდ გულწრფელად რომ ვთქვათ მე ნამდვილად არ მაინტერესებს. ვიცი, რასაც მივაღწიე კარიერაში და ძალიან ბედნიერი ვარ“.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis