ერიკის პრესკონფერენცია კრისტალ პალასთან მატჩის წინ (1.18.2023)

🗣 ერიკის პრესკონფერენცია კრისტალ პალასთან მატჩის წინ.


⚡️ ერიკ, ენტონი მარსიალი ტრავმის გამო შეცვალეთ?


"ეს იყო შეცვლა იმ იმედით, რომ თავიდან ავიცილებდი მის ტრავმას. ტკივილის გამო წუწუნებდა, ამიტომ იმ კვირაში არ ვარჯიშობდა და მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ითამაშებდა და მანაც გააკეთა თავისი არჩევანი. მე გადავწყვიტე მაინც მისი დაყენება განსაკუთრებით იმიტომ რომ ენტონი ძალიან კარგად ახერხებს ზეწოლას და ჩვენი პრესინგის მნიშვნელოვანი ელემენტია - და მან ეს ძალიან კარგად აჩვენა პირველ ტაიმში. მაგრამ მან ვერ შეძლო 100 პროცენტის გაცემა. შევცვალეთ, მათ შორის იმისთვის, რომ ტრავმა არ გამწვავდეს..

 

⚡️ თუ მარსიალი მიუწვდომელია, შეძლებს უოტ ვეგორსტი პალასის წინააღმდეგ დაწყებას თუ მისთვის ნაადრევი იქნება?

 

„ამაზე უნდა ვიფიქრო, დავმშვიდდე და დერბის თამაშის შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანო და შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ მკაფიო გეგმას. კრისტალ პალასი უნდა შევისწავლო. რა თქმა უნდა, მათ შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცი, უკვე შევხვდით, ვიცი როგორი გუნდი არიან. ახლა სრულფასოვანი გეგმა არ მაქვს, ჯერ არ გვიმუშავია“.



⚡️ ერიკ, თუ ვისაუბრებთ დღევანდელ შედეგზე და მანჩესტერ სიტიზე სერიოზულ გამარჯვებაზე, რას ეტყოდით ფეხბურთელებს კრისტალ პალასის წინააღმდეგ მატჩზე განწყობილებისთვის? უნდა მისცეთ მათ ამ გამარჯვების აღნიშვნის საშუალება, თუ უნდა დაივიწყონ და სასწრაფოდ გადაეთონ ახალი მატჩისთვის?

 

„ვფიქრობ, ყველა გამარჯვება უნდა იზეიმოს გუნდმა. ამისთვის ფეხბურთელები ძალიან ბევრს მუშაობენ. თუ არ იზეიმებ ასეთ დიდ გამარჯვებებს, მთელ ენერგიას კლავ, ამიტომ უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ ამის შემდეგ უნდა დავმშვიდდეთ და 24 საათის შემდეგ გადავიდეთ შემდეგ თამაშზე. ყოველ მესამე დღეს უნდა დავდოთ შედეგი და ფეხბურთელები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სწორ რიტმში უნდა გვყავდეს, ოთხშაბათს მომდევნო მატჩისთვის მზად უნდა იყვნენ“.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis