მატჩის წინა მიმოხილვა მანჩესტერი კრისტალ პალასი 04.02.2024

🤩მატჩის წინა მიმოხილვა, დღეიდან ეს იქნება ახალი რუბრიკა ჩვენი, ყველა მატჩის წინ
"Მანჩესტერ იუნაითედი"
🔰 ავსტრიელი ნახევარმცველი მარსელ საბიცერი რომელიც იჯარით არის მიუნხენის ბაიერნიდან, ტრავმირებული კრისტიან ერიქსენის ნაცვლად შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დებიუტი შეასრულოს,  გარდა დაშავებულებისა, "იუნაიტედს" ამ თამაშში ვერ დაეხმარება "კრისტალ პალასიდან" იჯარით მოყვანილი მეკარე ჯეკ ბატლანდი.
🔱დისკვალიფიკაცია: არანაირი.
❌დაშავებულები: ვან დე ბეკი (მუხლი), ერიქსენი (ტერფი), მაკტომინი
საეჭვოა: დალოტი (ახალი მოშუშებული ტრავმა).
მიუწვდომელია: ბატლენდი (არენდიდანაა კრისტალ პალასისგან), გრინვუდი (იმედია მალე დაბრუნდება).
"კრისტალ პალასი"
🟢Eagles-ის ბოსს პატრიკ ვიეირას მატჩის წინ ტრავმებთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა აქვს, მათ შორის წითელი ეშმაკების ყოფილი გარემარბი ვილფრიდ ზაჰა, რომელსაც აწუხებს ბარძაყის პრობლემა. დანიის ნაკრების ცენტრალური მცველი იოახიმ ანდერსენი, ჯეიმს მაკარტური და ფერგიუსონი ასევე კვლავ მკურნალობენ. არსენალიდან იჯარით აყვანილი ნახევარმცველი ალბერტ მბოიო სამბი ლოკონგა და შტუტგარტის ნახევარმცველი ნაუირუ აჰამადა შესაძლოა ამ მატჩში პალასში დებიუტი შეასრულონ.
♥ მანჩესტერ იუნაიტედმა ყველა ტურნირზე ბოლო 12 საშინაო მატჩი მოიგო, ეს არის მათი ყველაზე გრძელი მოგების სერია ოლდ ტრაფორდზე ბოლოს ასეთი მიღწევა იყო 2011 წელს, ამ წელსვე მანჩესტერი ჩემპიონი გახდა.
♥ წითელ ეშმაკებმა ბოლო ხუთ საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.
♥ მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო პრემიერ ლიგის ბოლო ხუთი საშინაო მატჩი, 2017 წლის შემდეგ ეს მანჩვენებელი საუკეთესოა
 ♥ წითელ ეშმაკებს ოლდ ტრაფორდზე ზედიზედ 9 მატჩში 2 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი. ეს გუნდის საუკეთესო რეკორდია 2006/07 წლების სეზონის შემდეგ.
♥ წითელ ეშმაკებმა პრემიერ ლიგაში ამ სეზონში რვა მატჩი მშრალად შეინარჩუნეს - ამდენივე რვა მშრალი სერია ჰქონდა სრულია წინა სეზონში, ჯერ მხოლოდ ნახევარი სეზონია გასული
♥ბოლო ორ მატჩში პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედმა დაკარგა 5 ქულა, მხოლოდ ერთხელ მოხდა მანჩესტერის ისტორიაში რომ პრემიერ ლიგაში 3 მატჩი ვერ მოიგეს ზედიზედ, ეს იყო 1998 წელს
🈂 ურთიერთ შეხვედრები
მეტოქეებმა ყველა ტურნირზე ერთად 62 მატჩი ჩაატარეს. 39-ჯერ მოიგო"მანჩესტერ იუნაიტედმა", "კრისტალ პალასის" ანგარიშზე 13 მოგება, 10 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
თუ მოგწონთ ასეთი სტატიები დაალაიქეთ ეს იქნება მოდერატორებისთის მოტივაცია. ასევე გავიგებთ რამდენად ხშირად უნდა დავდოთ მსგავსი ნიუსები 🥰

კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis