პატრის ევრამ მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარსელონას პლეი-ოფის მატჩზე პროგნოზი გააკეთა

16-02-2023, 19:35 Admin
0 manchester
პატრის ევრამ მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარსელონას პლეი-ოფის მატჩზე პროგნოზი გააკეთა
🗣️ პატრის ევრამ მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარსელონას პლეი-ოფის მატჩზე პროგნოზი გააკეთა:
”მე ყოველთვის ვამბობდი რომ ბარსელონა არის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად მძულს, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მეტად პატივს ვცემ. რატომ? იმიტომ რომ სამჯერ მომპარეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ორჯერ იუნაიტედთან და ერთხელ იუვენტუსთან, მაგრამ ეს წარმოუდგენელი ისტორიის კლუბია, როგორიც იუნაიტედია და მე ძალიან მომწონს მათი თამაშის ყურება.
თუ ბარსელონას დაამარცხებ, ფინალში შენი ადგილი ფაქტიურად 100% დაიმსახურე, ზუსტად იგივე მოხდა 2008 წელს, როდესაც ჩვენ ისინი ნახევარფინალში დავამარცხეთ. ეს წარმოუდგენელი გუნდია წარმოუდგენელი მოთამაშეებით და დღეს საღამოს ნამდვილად დიდი ბრძოლა იქნება. ორივე გუნდი აღდგენის პროცესშია, მაგრამ მერწმუნეთ ისინი ორივე აღზევებულია უკვე.
ბარსა ჩავის მეთაურობით შესანიშნავად თამაშობს, რაც ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგან ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ტენ ჰეგი ასევე იუნაიტედს ნამდვილ ძალად აქცევს.
მე იუნაიტედზე დავდებ. თუ კარგად ვითამაშებთ დაცვაში  შეგვიძლია ბარსას სერიოზული პრობლემები მივაყენოთ, რადგან არ ვფიქრობ რომ დაცვა მათი ძლიერი მხარეა. მე არ ვამბობ რომ ეს მათი სუსტი წერტილია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მათი ძლიერი მხარე. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ჰყავთ ლევანდოვსკი, ჰყავთ დემბელე და ბევრი სხვა ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან გაწყენინონ, ამიტომ მათთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.
ფსონს დავდებ, რომ "იუნაიტედი" 1-0 წააგებს კამპ ნოუზე და 2-0 მოიგებს "ოლდ ტრაფორდზე".
Tags:
Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები