ერიკ ტენ ჰეგის პრესკონფერენცია ასტონ ვილასთან მატჩის წინ

30-04-2023, 11:55 Admin
0 manchester
ერიკ ტენ ჰეგის პრესკონფერენცია ასტონ ვილასთან მატჩის წინ

წარმოგიდგენთ ერიკ ტენ ჰეგის პრესკონფერენციის მეორე ნაწილის თარგმანს ასტონ ვილასთან მატჩის წინ.

- სად ხედავთ რაშფორდის მთავარ პოზიციას - მარცხნივ თუ ცენტრში?

- ორივე პოზიციაზე შეუძლია იმოქმედოს იდეალურად. ვირჩევთ იმის მიხედვიტ თუ ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე, და შემდეგ განვსაზღვრავთ მის როლს. მაგრამ მისთვის ასევე მნიშვნელოვანია ზოგადი განლაგება, რომელი მოთამაშეები ახლავს მას, განსაკუთრებით ის მოთამაშეები, რომლებიც მის უკან არიან განლაგებული. ეს საშუალებას აძლევს მას დააკავშიროს და გააკეთოს დრიბლინგები. კმაყოფილი ვარ იმ პოზიციით, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება, ის დიდ გავლენას ახდენს თამაშზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელ შემადგენლობაში იქნება.

- "9" პოზიციაზე ფორვარდის ყიდვა მარკუსს მეტ შესაძლებლობებს მისცემს?

- დიახ, მთელი სეზონი გვქონდა პრობლემები თავდამსხმელთან დაკავშირებით - ჯერ რონალდუ წავიდა, მერე მარსიალმა ვერ ითამაშა, სანჩომ ვერ ითამაშა და ბევრი მატჩის ჩაგდება მოგვიწია. ასე რომ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება შემტევი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდის გაძლიერება.

- ახლა ყველაზე რთული სატრანსფერო ბაზარზე ამ პოზიციაზე მოთამაშის პოვნაა, არა?

ისე, ამ საკითხს სხვადასხვა კუთხით შეიძლება მივუდგეთ. არიან ჩვენთან გუნდში უნივერსალური მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ "9" პოზიციაზე თამაში, როგორიც მარკუსი, მარსიალი  კარგად თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე. ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი შემტევი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ და გააუმჯობესონ ჩვენი შეტევა.

- როგორ აფასებთ უნაი ემერის მუშაობას "ასტონ ვილაში"? ახლა ეს არის გუნდი რომელიც ამტკიცებს ევროპაში მოხვედრას.

- ოჰ, კი, მას პირველ თამაშში შევხვდით და თავისი სისტემით გაგვაოცა. იმ მატჩში ძალიან დაბალი ენერგეტიკა გვქონდა, ამიტომ კვირას ამის გამეორებას თავი უნდა ავარიდოთ. მათთან წაგების შემდეგ სამი დღის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით და კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ მათ გუნდთან. რთული მატჩი გველის, ეს მე კარგად ვიცი. მისმა გუნდმა კარგი პროგრესი განიცადა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუ კარგად მოვემზადებით, ენერგია და კონცენტრაცია გვექნება, მოგების კარგი შანსი გვექნება.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
Tags
აარონ ვან-ბისაკა აიაქსი ალეხანდრო გარნაჩო ანდრეას პერეირა არსენალი ასტონ ვილა ბაიერნი ბარსელონა ბრუნო ფერნანდეში გარი ნევილი დავიდ დეხეა დე იონგი დიეგო დალო დინ ჰენდერსონი ედინსონ კავანი ევროპა ლიგა ევროტური ენტონი ენტონი ელანგა ენტონი მარსეალი ერიკ ბაილი ერიკ ტენ ჰაგი იუვენტუსი იურეან ტიმბერი კრისტალ პალასი კრისტიან ერიქსენი კრიშტიანუ რონალდუ ლაივი ლივერპული ლისანდრო მარტინესი ლუკ შო მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტი მარკუს რეშფორდი ნემანია მატიჩი ნიუკასლი პატრის ევრა პაუ ტორესი პოლ პოგბა პრემიერ ლიგა პრესკონფერენცია პსჟ რალფ რანგნიკი რაფაელ ვარანი რომა რონალდუ რუნი სევილია სერ ალექს ფერგიუსონი ტაირელ მალასია ტედი შერინგემი ტენ ჰაგი ტოტენჰემი ფაბრიციო რომანო ფეინოორდი ფრენკი დე იონგი ჩელსი ჯეიდონ სანჩო ჯესი ლინგარდი ჰარი მაგუაიერი
პარტნიორები