ESPN: "მანჩესტერმა" ეს თანხა გამოყო ტრანსფერებისთვის

18-05-2022, 16:17 badri
0 manchester
ESPN: "მანჩესტერმა" ეს თანხა გამოყო  ტრანსფერებისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც კლუბს ზაფხულში შეუერთდება, აპირებს გუნდში ძირეული ცვლილებების განხორციელებას. იწერებოდა იმის შესახებ, რომ ინგლისური გრანდი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს 500 მილიონ ევროს დახარჯავდა.


თუმცა, როგორც სანდო წყარო ESPN იტყობინება ოლდ ტრაფორდის წარმომადგენლები ნიდერლანდელ სპეციალისტს 150 მილიონ ევროს გამოუყოფენ ტრანსფერებისთვის.


გუნდს ზაფხულში დიდი ალბათობით პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ფილ ჯონსი, ჰატიჰ ჩონგი, ენტონი მარსეალი, ნემანია მატიჩი, ხუან მატა და ედინსონ კავანი დატოვებენ. ასევე ინგლისელები მზად არიან დინ ჰენდერსონის, ალექს ტელეშის, დიოგუ დალოსა და მარკუს რეშფორდით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები გამართონ. ვნახოთ, როგორ წარიმართება სიტუაცია, თუმცა აშკარაა, რომ წინ ძალიან ცხელი ზაფხული გველის. 

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები