"ბენფიკამ" "მანჩესტერის" ფეხბურთელზე უარი განაცხადა - რა არის ამის მიზეზი?

18-05-2022, 17:57 badri
0 manchester
"ბენფიკამ" "მანჩესტერის" ფეხბურთელზე უარი განაცხადა - რა არის ამის მიზეზი?

ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ერთ-ერთი ასეთი კი სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩია, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა კლუბიდან წასვლის შესახებ. 


რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბენფიკას" მისი დამატება სურდა, თუმცა პორტუგალიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შრიტმა ამ ტრანსფერზე უარი განაცხადა  მისი ასაკის გამო. სპეციალისტმა გუნდის წარმომადგენლებს უთხრა, რომ აქცენტი უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე შეეჩერებინა.


მატიჩი "ბენფიკაში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და კლუბის რიგებში სულ 98 მატჩი ჩაატარა. ის "ჩელსიში" 25 მილიონ ევროდ გაიყიდა, შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2017 წელს შეუერთდა. 

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები