ტენ ჰაგი გუნდში მცველის მოყვანას აპირებს - ვინ განიხილება ამ პოზიციაზე?

რაფაელ ვარანის ოლდ ტრაფორდზე გადმოსვლის მიუხედავად, ერიკ ტენ ჰაგს გუნდში კიდევ ერთი ცენტრალური-მცველის მოყვანა სურს. 


როგორც წყარო The Telegraph იტყობინება ნიდერლანდელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი კანდიდანტი ამ პოზიციაზე ლისანდრო მარტინესია, რომელთან ერთადაც "აიაქსში" მწვრთნელობის პერიოდში მუშაობდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ახლახან მოიპოვა ნიდერლანდური გრანდის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, ხოლო ტიმბერი, რომელიც ასევე "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. 


ეხლა ჯერი ერიკ ტენ ჰაგზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ფეხბურთელის ხილვა სურს "წითლების" მაისურით. "აიაქსის" მიერ კი 24 წლის ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ვნახოთ, როგორ განვითადება მოვლენები და ვინ შეუერთდება ინგლისურ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis