"ის როი კინს მახსენებს" - ჯეიმი კარაგერი დეკლან რაისზე

"ლივერპულის" ლეგენდარულმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა პრემიერ-ლიგის წლის საუკეთესო გუნდში დეკლან რაისი შეიყვანა, ამის შემდეგ კი ინგლისელმა განაცხადა:


"მე ყოველთვის ვსაუბრობ ფაბინიოზე და როდრიზე, რადგან ისინი თამაშობენ ტოპ კლუბებში. თუმცა დელკან რაისი, ის მახსენებს ძველმოდურ ნახევარმცველს, ის როი კინს მახსენებს. ის არ არის მხოლოდ ბურთის დამჭერი ფეხბურთელი მოედნის ცენტრში, ის ფეხბურთელზე მეტია." - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა.


დეკლან რაისი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა ამ ზაფხულს. თუმცა, "ვესთ ჰემი" მის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ტრანსფერის შესაძლებლობას მკვეთრად ამცირებს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis