ჰენდერსონი ნიუკასლში? - ტრანსფერი რეალურია

 Manchester Evening News ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს დინ ჰენდერსონს "ნიუკასლში" გადასვლა სურს.


ფეხბურთელი ოთხშაბათს ნიუკასლშიც კი გაფრინდა თავის აგენტებთან ერთად, რათა ინგლისურ გუნდთან მოლაპარაკებები გაემართათ. "კაჭკაჭებს" სურთ 25 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა, თუმცა "წითელ ეშმაკები" მისი იჯარით გაშვებას უფრო თანხმდებიან.


ამ სეზონში ჰენდერსონმა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს პრემიერ-ლიგის ეგიდით. მომავალ სეზონში კი ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ დავიდ დეხეა იყოს გუნდის მთავარი მეკარე, რაც ინგლისელის შანსებს უფრო და უფრო ამცირებს. 


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი კლუბის მაისურით ვიხილავთ დინს მომდევნო სეზონში. 


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis