მანჩესტერული გუნდები არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან - ვისი დამატებით არიან ინგლისელები დაინტერესებულნი?

20-05-2022, 16:27 badri
0 manchester
მანჩესტერული გუნდები არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან - ვისი დამატებით არიან ინგლისელები დაინტერესებულნი?

"მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" "რივერ პლეიტის" ფეხბურთელის ენცო ფერნანდეშის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, როგორც ამას სამხრეთ ამერიკული წყარო Clarin ციტირებს.


"წითელი ეშმაკები" მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადონ, როდესაც ზაფხულის სატრასფერო ფანჯარა გაიხსნება. თუმცა, ენცოს დამატება უფრო მარტივი შეიძლება თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტისთვის" გახდეს, რადგან მათ კარგი ურთიერთობა აქვს სამხრეთ-ამერიკულ კლუბთან, საიდანაც უკვე გამოისყიდეს  ხულიან ალვარესი, რომელიც ზაფხულში ინგლისურ გუნდს შეურთდება.


"რივერ პლეიტის" არგენტინელმა ნახევარმცველმა ენცო ფერნანდეშმა ამ სეზონში 18 მატჩში რვა გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა მიიწერა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ახალგაზრდა ფეხბურთელს.


Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები