დარენ ბენტი: "არსენალის სეზონი წარუმატებელი არ არის, შეხედეთ მანჩესტერ იუნაიტედს"

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დარენ ბენტმა talkSPort-ს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა:


"არსენალის ეს სეზონი წარუმატებელი არ არის. გუნდმა გასული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა, ხოლო ამ სეზონში სამი მატჩის შემდეგ, სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფებოდა. მაგრამ ეხლა ისინი ევროპა ლიგისთვის იბრძვიან, როგორ არის ეს წარუმატებლობა? შეხედეთ მანჩესტერ იუნაიტედს. გასული სეზონი გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა და ახლა, როგორც სჩანს, მეექვსე ან მეშვიდე ადგილისთვის უწევთ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუ, ჯეიდონ სანჩო და რაფაელ ვარანი დაიმატეს. ეს არის წარუმატებლობა!" - განაცხადა დარენ ბენტმა


"მანჩესტერ იუნაიტედი" მართლაც ამ სეზონში საშინელ ფორმაშია. გუნდი ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამისთვის კვირას "კრისტალ პალასთან" გამარჯვებაა საჭირო.  ვნახოთ როგორ წარიმართება სიტუაცია და მოახერხებს თუ არა ინგლისურ გრანდი ევროპა ლიგაზე გასვლას.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis