Sky Sport: აარონ ვან-ბისაკა ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის

"მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის მარჯვენა მცველს აარონ ვან-ბისაკას კლუბის დატოვების საშუალებას მისცემს, როგორც ამას  სანდო წყარო Sky Sport ციტირებს.


ახალმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ 24 წლის ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის და ინგლისური გრანდი მზადაა მას ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს შეელიოს. მასთან ერთად გუნდს დიდი ალბათობით ცენტრალური მცველი ერიკ ბაილიც დატოვებს.


ვან-ბისაკა ოლდ ტრაფორდზე 2019 წელს გადმოვიდა 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იყო. იწერება იმის შესახებაც, რომ ფეხბურთელი შესაძლოა ყოფილ გუნდში,  "კრისტალ პალასში" დაბრუნდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ მომდევნო სეზონში ინგლისელს.




კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis