ბექჰემმა ტენ ჰაგს ნდობა გამოუცხადა

დევიდ ბექჰემმა მხარი დაუჭირა ერიკ ტენ ჰეგს და მოუწოდა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, გუნდის ბოლო წარუმატებლობის გამო.


 ”ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დავრწმუნებულიყავით რომ მწვრთნელს ამდენი სამუშაო არ ჰქონოდა”, - თქვა ბექსმა მანჩესტერში დოკუმენტური ფილმი 99-ის  პრემიერაზე.  თუ გსურთ იყოთ მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშე და მონაწილეობა მიიღოთ დიდ მატჩებში, ყოველთვის უნდა გქონდეთ მაღალი მოტივაცია.


 „როცა პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, აკეთებ იმას რაც გიყვარს და თამაშობ შენს საყვარელ კლუბში, როცა მოედანზე ხარ თამაშში ეს იქნება რეგულარული სეზონის მატჩი თუ ასოციაციის თასის ფინალი, ეს საკმარისი მოტივაცია უნდა იყოს რომ დაიხარჯო ბოლომდე.  და თუ ეს მოტივაცია არ გაქვს მაშინ არასწორ გუნდში ხართ ან საერთოდ არასწორ სპორტში.  ჩვენ ყოველთვის ყველა თამაშს იქნება ეს ახალგაზრდული თასის მატჩი, წინასასეზონო ამხანაგური თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ერთნაირი მოტივაციითა და მისწრაფებით ვუდგებოდით“.


 ჩვენ ყველამ ვიცით რომ ერიკი ძალიან კვალიფიციური და კომპეტენტური მწვრთნელია და მას აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებებს, მას სჭირდება სწორი ფეხბურთელები.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis