Gazzetta dello Sport: "იუვენტუსმა" პოგბასთან შეთანხმებას მიაღწია

ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ერთ-ერთი ასეთი კი ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბაა, რომლის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს. მისი დამატების ფავორიტები "პსჟ" და "იუნვენტუსი" იყვნენ, რომლებიც 29 წლის ფეხბურთელს სასურველ კონტრაქტს სთავაზობდნენ.


რამდენიმე საათის წინ კი ცნობილმა გამოცემამ  Gazzetta dello Sport-მა განაცხადა, რომ იტალიურმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც წყარო სძენს, პოგბა "ბიანკონერისთან" 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 7,5 მილიონი ევრო იქნება.


ნახევარმცველის ხილვა საკუთარ რიგებში ფრანგულ მხარესაც სურდა, თუმცა როგორც სჩანს პოლმა გადაწყვეტილება მიიღო და ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდება.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis