ოფიციალურად - იქნება თუ არა რონალდუ ხვალინდელ შეხვედრაში?

ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედი"  2021/22 წლების პრემიერ-ლიგურ ბოლო შეხვედრას გამართავს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, სადაც მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება. ინგლისური გრანდი კი ამ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდება. 


 The Athletic ავრცელებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მატჩს გამოტოვებს კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი  სეზონის ბოლო მატჩს ბარძაყის ტრამვის გამო გამოტოვებს. ამ თამაშში "წითელ ეშმაკებს" ვერ დაეხმარება ასევე ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომლისთვისაც ეს შეხვედრა შესაძლოა ბოლოც ყოფილიყო "წითლების" მაისურით, რადგან ის სეზონის ბოლოს ოლდ ტრაფორდს ტოვებს. 


თუმცა, გუნდს დაუბრუნდნენ მარკუს რეშფორდი და ჯეიდონ სანჩო, რომლებიც დიდი ალბათობით ხვალინდელ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ. ვნახოთ როგორ წარიმართება სიტუაცია და მოახერხებს თუ არა "იუნაიტედი" ამ  შეხვედრის მოგებას.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis