"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ამ ზაფხულს ბრენდონ ვილიამს შეელიოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ამ ზაფხულს ბრენდონ ვილიამს შეელიოს, როგორც ამას სანდო წყარო Manchester Evening News ციტირებს. 


გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განუცხადა ფეხბურთელს, რომ ის რეგულარულ სათამაშო დროს ვერ მიიღებს მომდევნო სეზონში, ამიტომ ინგლისელს არ სურს ოლდ ტრაფორდზე ასეთ პოზიციაზე დარჩენა და კლუბის დატოვებას ამჯობინებს.


21 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონი "ნორვიჩ სიტიში" იჯარით გაატარა და 26 მატჩში მოახერხა მონაწილეობის მიღება. შეგახსენებთ იმასაც, რომ მარცხენა-მცველს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis