გაირკვა: როდის წარადგენს "იუნაიტედი" ტენ ჰაგს?

22-05-2022, 17:05 badri
0 manchester
გაირკვა: როდის წარადგენს "იუნაიტედი" ტენ ჰაგს?

"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს ამ სეზონის ბოლო შეხვედრას გამართავს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. ეს ასევე ბოლო მატჩი იქნება დროებითი მთავარი მწვრთნელისთვის რალფ რანგნიკისთვის, რომელსაც ინგლისურ გრანდში მომდევნო სეზონში ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის.


როგორც წყარო Dailly Maill იტყობინება "წითელი ეშმაკები" უახლოეს 48 საათში ნიდერლანდელს ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგენენ. 52 წლის სპეციალისტი უკვე ინგლისშია და ბოლო სამი დღის განმავლობაში ზაფხულის სატრასფერო საქმეებს განიხილავდა.


ერიკთან ერთად ოლდ ტრაფორდზე ვან დერ გაგიც იმუშავებს, რომელიც მისი ასისტენტი იქნება. რამდენიმე დღეში კი მათ გამოცდილი სტივ მაკლარენი შეუერთდება, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო (1999-2001) წლებში.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები