დავიდ დეხეა: "ვისაც დარჩენა არ სურს წავიდეს"

22-05-2022, 23:10 badri
0 manchester
დავიდ დეხეა: "ვისაც დარჩენა არ სურს წავიდეს"


"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2021/22 წლების ბოლო პრემიერ-ლიგური მატჩი გამართა "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, სადაც დამარცხდა ანგარიშით 1-0. მატჩის შემდეგ BBC-სთან კომენტარი გააკეთა დავიდ დეხეამ, რომელმაც განაცხადა:


"მინდა დავივიწყო ეს სეზონი და მომავალი სეზონისთვის 100 % მზად ვიყო. ეს იყო საშინელი სეზონი, ძალიან ცუდი ყველა კომპონენტში. დროა დავისვენოთ და მომდევნო სეზონზე ვიფიქროთ. ვისაც დარჩენა სურს კლუბში დარჩეს, ვისაც არ სურს დარჩენა შეუძლია წავიდეს. აღფრთოვანებული ვარ ახალი მწვრთნელით. იმედია გავუმჯობესდებით  და იუნაიტედი უკეთესს მდგომარეობაში იქნება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს მომავლის." - განაცხადა დავიდ დეხეამ.


წელს ესპანელი მეკარესთვის გამორჩეული სეზონი იყო. 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონზე 127 მოგერიებული ბურთია. რაც შეეხება "წითელ ეშმაკებს", ინგლისურმა გრანდმა წაგების მიუხედავად მაინც მოახერხა ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები